ლექსიკოგრაფიის ცენტრი 25 წლისაა

ძვირფასო მეგობრებო!

წელს ლექსიკოგრაფიის ცენტრი იუბილარია. 2020 წლის ნოემბერში მას დაარსების 25 წლისთავი უსრულდება. სწორედ 25 წლის წინ, 1995 წლის ნოემბერში გამოვიდა დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის პირველი ტომი, 6 000 სიტყვა-სტატია ასო A-ზე. ლექსიკონის პირველი ტომის პრეზენტაცია კავკასიის სახლში გაიმართა და მას მთელი ქართული სამეცნიერო საზოგადოება ესწრებოდა.

წელს მეც იუბილარი ვარ. წელს მისრულდება ლექსიკოგრაფიის სფეროში მუშაობის 35 წელი. 1985 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ბატონი არიანე ჭანტურია შემხვდა და დიდი გულისტკივილით მითხრა, რომ ვერ ხერხდებოდა რედაქტორის შერჩევა დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მასალაზე სამუშაოდ. იმ პერიოდისათვის მე უკვე დაცული მქონდა საკანდიდატო დისერტაცია პოლისემიის პრობლემებზე და ბატონმა არიანემ მთხოვა  მეცადა არსებული მასალის რედაქტირება. მე დავთანხმდი და მას შემდეგ 35 წელი ერთგულად ვემსახურე ამ საქმეს და არა მხოლოდ მას.

მე მინდა ჩავაბარო ჩემი 35-წლიანი მუშაობისა და ლექსიკოგრაფიის ცენტრის 25-წლიანი საქმიანობის ანგარიში ჩვენს გულშემატკივრებს, კოლეგებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, ყველა თაობის სტუდენტებს, სამეცნიერო საზოგადოებას, მთელ ქართულ საზოგადოებას.

სრულად

 

რედაქტორები

თინათინ მარგალიტაძე

ლექსიკოგრაფიის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი

გიორგი მელაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  „ლექსიკოგრაფიის ცენტრის“ უფროსი რედაქტორი; ხუნდაძე გელა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიის ცენტრის“ უფროსი რედაქტორი. მაია დავლიანიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიის ცენტრის“ რედაქტორი; ნათია კვერნაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიის ცენტრის“ რედაქტორი;
დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი
ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი
ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი
ჩემი 35-წლიანი და ლექსიკოგრაფიის ცენტრის 25-წლიანი საქმიანობის ანგარიშს, რა თქმა უნდა, ვიწყებთ დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონით. ლექსიკონის მასალის რედაქტორად ინგლისური ფილოლოგიის კათედრამ 1985 წელს მიმიწვია.

რა მასალა დამხვდა?

სრულად

2019 წელს ლექსიკოგრაფიის ცენტრმა წიგნად გამოსცა „ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი“. ლექსიკონი მოიცავს 1106 ნაბეჭდ გვერდს და 30 000 ყველაზე ხშირად ხმარებულ ინგლისურ სიტყვას.

 

სრულად

2008 წლიდან დავიწყეთ ფიქრი ტერმინოლოგიური ლექსიკონების შექმნაზე. როგორც უკვე დავწერე, მე ინგლისურ-ქართულ ტერმინოლოგიაზე ვიმუშავე 12 წელი,  1996 წლიდან კი შეიქმნა ტერმინოლოგიური კომისია, რომელიც მხოლოდ ტერმინებზე მუშაობდა.

სრულად

ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი

თანამედროვე ქართული ტერმინოლოგიის პრობლემები

ინგლისურ-რუსულ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონი

ჩვენი მომდევნო ტერმინოლოგიური ლექსიკონი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა, რისთვისაც ფონდის მადლობელი ვართ.

ეს ლექსიკონია „ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინ-ლექსიკონი“.

სრულად

„ინგლისურ-ქართულ ბიოლოგიურ ლექსიკონზე“ მუშაობისას განსაკუთრებით მწვავედ გავაცნობიერეთ ის, თუ რა ვითარებაა თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიაში, რომელიც ძირითადად ტრანსლიტერაციის გზით დამკვიდრებული ტერმინებით ივსება.

სრულად

2014 – 2016 წლებში ლექსიკოგრაფიის ცენტრი მუშაობდა ინგლისურ-რუსულ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ონლაინ-ლექსიკონზე. პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად

ინგლისურ-ქართული მრავალდარგოვანი ენციკლოპედიური ლექსიკონი
დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, როგორც მონაცემთა ბაზა
სხვა ევროპულ-ქართული ლექსიკონების შესადგენად
ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსი

ტერმინოლოგიურ ლექსიკონებზე მუშაობამ ცხადად დამანახა პრობლემის მასშტაბები, დამანახა რამდენი საქმე იყო გასაკეთებელი ქართულ ტერმინოლოგიაში, პრაქტიკულად ყველა დარგში. ასე დაიბადა „მრავალდარგოვანი ინგლისურ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ იდეა.

სრულად

მე სულ მიტრიალებდა თავში აზრი, შეიძლებოდა თუ არა ჩვენი დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის, როგორც მონაცემთა ბაზის გამოყენება სხვა ევროპულ-ქართულ პროექტებში. ეს აზრი ერთხელ გიორგი მელაძეს გავანდე და მანაც დიდი ენთუზიაზმით აიტაცა ეს იდეა.

სრულად

2011 წელს დაგვებადა სურვილი ძალები მოგვესინჯა კორპუსულ ლინგვისტიკაში და შეგვექმნა ორენოვანი ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსი. ამგვარი კორპუსის შექმნას განსაკუთრებულ სტიმულს აძლევდა ბატონი არიანე ჭანტურიას უდიდესი მთარგმნელობითი მოღვაწეობის უკვდავყოფისა

სრულად

ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესი
ლექსიკოგრაფიის ცენტრის მიერ ჩატარებული სხვა კონფერენციები
ლექსიკოგრაფიის სწავლება

2016 წელს ლექსიკოგრაფიული ცენტრი იყო ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორი. კონგრესის 150 დელეგატი წარმოადგენდა 40 ქვეყანას და 4 კონტინენტს.

სრულად

2018 წლის მაისში დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დაარსების 70 წლისთავი აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.


სრულად

2008 წლიდან დავიწყე მუშაობა ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესაქმნელად, რადგან ღრმად მწამდა, რომ ლექსიკოგრაფიის აკადემიურ დისციპლინად გადაქცევა შეუძლებელი იყო მისი უნივერსიტეტში სწავლების გარეშე.

სრულად

გოთური და ანგლოსაქსური წერილობითი ძეგლების
ონლაინ-ქრესტომათია ლექსიკონებითა და გრამატიკული ცნობარებით

გიორგი მელაძის წიგნი „გერმანიკული ტომების ისტორია და კულტურა“

მარჯორი უორდროპის „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“

1993 წელს მომიხმო ინგლისური ფილოლოგიის კათედრის იმჟამინდელმა გამგემ, პროფესორმა ნიკო ყიასაშვილმა და მითხრა, რომ უნდა მომემზადებინა სალექციო კურსი ინგლისური ენის ისტორიაში.

სრულად

2019 წელს „ლექსიკოგრაფიის ცენტრმა“ გამოსაცემად მოამზადა გიორგი მელაძის წიგნი „გერმანიკული ტომების ისტორია და კულტურა“.
ქვემოთ მოცემულ ჩემს რეცენზიაში უფრო მეტს შეიტყობთ წიგნის შესახებ.

სრულად

2014 წელს სამეცნიერო მივლინებით ვიყავი დიდ ბრიტანეთში ჩემი სიყრმის მეგობართან, კოლეგასთან და თანამოაზრესთან, მარიკა ოძელთან ერთად. ჩვენ ვიყავით ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის უორდოპების ფონდში სამუშაოდ.

სრულად

ბრძოლა ლექსიკოგრაფიისათვის
მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“
ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი

ერთ მშვენიერ დღეს ქართველმა ლექსიკოგრაფებმა გაიღვიძეს რეფორმირებულ საქართველოში და აღმოაჩინეს, რომ ლექსიკოგრაფია აღარ არის მეცნიერება, რომ დიდი ინგლისურ-ქართული აკადემიური ლექსიკონის ტომები არ არის ნაშრომი, ნაშრომი არის ამ ლექსიკონზე...

სრულად

მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ 2016 წელს დაარსდა.

ამ მოძრაობის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქცია, კონკურსი, საჯარო ლექცია ჩატარდა

სრულად

 
დასავლეთ ევროპული ენების ინსტიტუტი 2020 წ. | დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია