„ლექსიკოგრაფიის ცენტრი“ 1995 წელს დაარსდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრასთან. ცენტრის დაარსება უკავშირდება „ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ გამოცემის დაწყებას. 1995 წლის ნოემბერში გამოვიდა „ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ პირველი ტომი, 6 000 სიტყვა-სტატია ასო A-ზე.
2011 წელს „ლექსიკოგრაფიის ცენტრი“ საუნივერსიტეტი ცენტრი გახდა.
„ლექსიკოგრაფიის ცენტრის“ არსებობის 25 წლის განმავლობაში შემდეგი პროექტები განხორციელდა:
I გამოიცა: „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ 14 ტომი და მისი ონლაინვერსია განთავსდა ინტერნეტში (110.000 სიტყვა-სტატია); „ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი“ (30.000 სიტყვა-სტატია); „ინგლისურ-ქართული სამხედრო ონლაინლექსიკონი“ (10.000 სიტყვა-სტატია); ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინლექსიკონი (23.000 სიტყვა-სტატია); ინგლისურ-რუსულ-ქართული ტექნიკური ონლაინლექსიკონი (18.000 სიტყვა-სტატია); გოთური და ანგლოსაქსური წერილობითი ძეგლების ონლაინქრესტომათია; მარჯორი უორდროპის „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“; ბარბარიზმების ონლაინლექსიკონი
II შეიქმნა საქართველოში ორენოვანი აკადემიური ლექსიკოგრაფიის განვითარების პროგრამა
III დამუშავდა ევროპულ-ქართული ორენოვანი აკადემიური ლექსიკონების შედგენის მეთოდოლოგიის საკითხები
IV შეიქმნა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ლექსიკოგრაფიაში.
V შეიქმნა არაერთი ტექნოლოგიური პლატფორმა: ონლაინლექსიკონის და მისი მართვის პანელის, მრავალენოვანი ლექსიკონის მართვის სისტემის, ონლაინქრესტომათიის და სხვა
VI ჩატარდა არაერთი საერთაშორისო ფორუმი, მათ შორის ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის XVII კონგრესი
VII ქართული ენის დაცვის მიზნით, დაარსდა მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“
ქვემოთ ცალ-ცალკე იქნება განხილული ყველა მნიშვნელოვანი ლექსიკონი და პროექტი.
„ლექსიკოგრაფიის ცენტრმა“ თსუ-ში იარსება 2020 წლამდე. |
|