ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი

2010 წელს ინტერნეტში გამოვაქვეყნეთ ინგლისურ-ქართული სამხედრო ონლაინლექსიკონი (https://mil.dict.ge). ლექსიკონი ჩვენმა გუნდმა შეადგინა 2009 წელს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით.

ლექსიკონში შეტანილია თანამედროვე ამერიკული, ბრიტანული და საერთაშორისო საბაზო 9400 ტერმინი ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: ტაქტიკა, ოპერაციები, მანევრები, წვრთნები, შენაერთები, პერსონალი, წოდებები, ტრანსპორტი, იარაღი, აღჭურვილობა, ლოგისტიკა და სხვა. ლექსიკონში სამხედრო ტერმინებთან ერთად წარმოდგენილია საავიაციო, საზღვაო, რადიო, ტექნიკური, კარტოგრაფიული, აგრეთვე სამხედრო-პოლიტიკური და ნატოსთან დაკავშირებული ტერმინები.

ლექსიკონში ასახულია რიგი სამხედრო-ისტორიული ტერმინებისა, იმ პირთათვის, რომლებსაც სამხედრო ლიტერატურასთან უწევთ მუშაობა. ლექსიკონში შეტანილია სამხედრო სასაუბრო და სლენგური სიტყვები და გამოთქმები იმ სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომელთაც უცხოელ კოლეგებთან უხდებათ ურთიერთობა სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო თუ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისას. ლექსიკონში შესულია სამხედრო სფეროში ყველაზე გავრცელებული აბრევიატურები.

ლექსიკონს დართული აქვს აბრევიატურების ინდექსი, აგრეთვე სამხედრო წოდებების, ძირითად საზომ ერთეულთა და დროის აღრიცხვის დანართები.

შემდგენლები: თინათინ მარგალიტაძე (რედაქტორი), გიორგი მელაძე, გელა ხუნდაძე

კონსულტანტები: კაპიტანი გიორგი ყალიჩავა, კაპიტანი კახა ჭაფოძე (თავდაცვის ეროვნული აკადემია), დოქტრინების შემუშავების სამმართველოს მთარგმნელები, ქალბატონები: თამარ კირვალიძე და მანანა სეხნიაშვილი (თავდაცვის ეროვნული აკადემია), დოქტორი რობერტ ხაჩიძე (სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა").

ვებ დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 
დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია