მარჯორი უორდროპის „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“

2014 წელს სამეცნიერო მივლინებით ვიყავი დიდ ბრიტანეთში ჩემი სიყრმის მეგობართან, კოლეგასთან და თანამოაზრესთან, მარიკა ოძელთან ერთად. ჩვენ ვიყავით ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის უორდოპების ფონდში სამუშაოდ. ქართულ-ინგლისური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიაზე მუშაობისას მარიკამ უორდროპების ფონდში აღმოაჩინა მარჯორი უორდოპის ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მასალები, რაც აღწერა 1998 წელს გამოცემულ თავის წიგნში. ამ ლექსიკონის არსებობა არ მასვენებდა, ძალიან მაინტერესებდა მისი შესწავლა, ვეფხისტყაოსანთან მისი მიმართების დადგენა და სხვა საკითხები. საბოლოოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, დიდი ხნის ოცნებას ხორცი შეესხა და ლექსიკონის მასალა საქართველოში ჩამოვიტანეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამდენ სხვადასხვა ლექსიკონზე მიმუშავია, მარჯორი უორდროპის მაგიასთან შეხება სრულიად განსაკუთრებული გამოცდილება იყო ჩემს შემოქმედებით  ცხოვრებაში. ლექსიკონის გაციფრებაზე და მის შესწავლაზე სამი თაობის სტუდენტებთან ერთად ვიმუშავეთ.

დანარჩენს თავად წიგნიდან შეიტყობთ

ქვემოთ არის ბმული წიგნის ელექტრონულ ვერსიაზე.

margaliti.com/EGD-web.pdf

2019 წლის 11 დეკემბერს ჩავატარეთ კონფერენცია, რომელიც მარჯორი უორდროპის დაბადების 150 წლისთავს მიეძღვნა. სწორედ ამ დღეს წარვუდგინეთ საზოგადოებას ეს წიგნი, რომელსაც დღეს ვაქვეყნებთ ელექტრონული წიგნის სახით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მარიკას ამ შესაძლებლობისათვის, დიდი მადლობა ხუთივე სტუდენტს, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობდნენ: მარიამ გუგავა, გვანცა დარბაისელი, მარინე მახათაძე, სალომე ჭიღლაძე და თამუნა ლალუაშვილი.

 

 


 
დასავლეთ ევროპული ენების ინსტიტუტი 2020 წ. | დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია