2016 წელს ლექსიკოგრაფიული ცენტრი იყო ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორი. კონგრესის 150 დელეგატი წარმოადგენდა 40 ქვეყანას და 4 კონტინენტს. კონგრესის 100 მოხსენება მსოფლიოს 40 ენის საკითხებს ეძღვნებოდა. კონგრესზე წაიკითხეს 5 საჯარო ლექცია, გაიმართა 25 სამეცნიერო სესია შემდეგ 11 თემაზე: ლექსიკონების შექმნის პროცესი; ლექსიკონის მომხმარებელთა კვლევა; ლექსიკოგრაფია და კორპუსული ლინგვისტიკა; ლექსიკოგრაფია და ენობრივი ტექნოლოგიები; ორ- და მრავალენოვანი ლექსიკოგრაფია; ისტორიული ლექსიკოგრაფია და ეტიმოლოგია; ლექსიკოგრაფია და სემანტიკური თეორია და სხვა.
კონგრესის მრგვალი მაგიდა დაეთმო ლექსიკოგრაფიის სტატუსის საკითხის განხილვას, რომლის შედეგადაც კონგრესის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია.
კონგრესის მოხსენებების სრული კრებული (920 გვერდი) გამოცემულია ელექტრონული წიგნის სახით, რომელიც ინდექსირებულია ყველა მნიშვნელოვან სამეცნიერო ბაზაში.
კონგრესის ვებგვერდი: https://euralex2016.ge
კონგრესის პროგრამა: https://euralex2016.ge/workshops/programme.pdf
კონგრესის მოხსენებების სრული კრებული: https://euralex2016.ge/publication.html
http://euralex.org/category/publications/euralex-2016/
კონგრესის დევიზი იყო „ლექსიკოგრაფია და ლინგვისტური მრავალფეროვნება“, რაც ხაზს უსვამდა მის ძირითად მიზანს - წარმოეჩინა ლექსიკოგრაფიის როლი ლინგვისტური მრავალფეროვნების შენაჩუნების საქმეში. კონგრესის ერთ-ერთი მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ ლექსიკოგრაფია არის სწრაფად განვითარებადი ინტერდისციპლინური დარგი, რომელიც მოიცავს როგორც სემანტიკის თეორიებს, ისე კორპუსული ლინგვისტიკის მეთოდებს, ბუნებრივი ენის დამუშავების თეორიებსა და მეთოდებს, ელექტრონულ ლექსიკოგრაფიას, ეტიმოლოგიას და სხვა. კონგრესის კიდევ ერთი მიზანი იყო ლექსიკოგრაფიის სტატუსის საკითხზე დისკუსია, რასაც დაეთმო მრგვალი მაგიდა და რასაც შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიღება. ასევე კონგრესის მიზანი იყო ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობის წარმოჩენა და საქართველოში ამ დარგის შემდგომი განვითარებისათვის ხელის შეწყობა.
კონგრესი იმდენად წარმატებული იყო, რომ მას დღემდე იხსენებენ კოლეგები. ჩვენთან ამ უმნიშვნელოვანესი პრესტიჟული ფორუმისთვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია, მადლობაც არ უთქვამს ჩვენთვის ხეირიანად არავის. საერთაშორისო ასპარეზზე კი ამ კონგრესმა დიდი პოპულარობა და ცნობადობა მოგვიტანა მეც და ლექსიკოგრაფიის ცენტრსაც.
|
|