|   თინათინ მარგალიტაძე – ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი  ლექსიკოგრაფიის მიმართულებით; 
 უნივერსიტეტის  „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორი;
 ევროპის  ლექსიკოგრაფთა ასოციაციის (EURALEX) წევრი 1997 წლიდან;
 ევროპის  ლექსიკოგრაფთა ასოციაციის (EURALEX) მმართველი საბჭოს წევრი 2012 – 2018 წლებში;
 ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის  მე-17 საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორი;
 აფრიკის  ლექსიკოგრაფთა ასოციაციის (AFRILEX) წევრი 2017 წლიდან;
 ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის  კონსორციუმის (EMLEX, European Master in Lexicography) ასოცირებული წევრი 2017  წლიდან.
 1985 წლიდან „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“  ერთ-ერთი შემდგენელი, რედაქტორი, შემდეგ მთავარი რედაქტორი და გამომცემელი  (დღეისათვის გამოქვეყნებულია ლექსიკონის 14 ტომი; ინტერნეტში ატვირთულია  ლექსიკონის ონლაინვერსია, რომელიც 110 000 სიტყვა-სტატიას მოიცავს – www.dict.ge). „ინგლისურ-ქართული  სასწავლო ლექსიკონის“ (30 000 სიტყვა-სტატია) ერთ-ერთი შემდგენელი და რედაქტორი (https://learners.dict.ge). „ინგლისურ-ქართული  სამხედრო ონლაინლექსიკონის“ (10 000 სიტყვა-სტატია – http://mil.dict.ge),  „ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინლექსიკონისა“ (23 000 სიტყვა-სტატია –  http://bio.dict.ge)  და „ინგლისურ-რუსულ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ონლაინლექსიკონის“ (18 000  სიტყვა-სტატია - http://tech.dict.ge) რედაქტორი.  თინათინ მარგალიტაძემ დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და  ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლა  გააგრძელა ასპირანტურაში ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე და 1983 წელს დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია: „მრავალმნიშვნელობიანი ზედსართავი სახელების, როგორც  სანომინაციო ერთეულების, სტრუქტურულ-სემანტიკური დახასიათება თანამედროვე ინგლისურ  ენაში“. მოწვეული მეცნიერის სტატუსით 1997 წელს ერთი სემესტრი იმყოფებოდა  კემბრიჯის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის დეპარტამენტში.  ლექსიკოგრაფიაში  ბათუმის ორი საერთაშორისო სიმპოზიუმის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი (2010 და  2012).  მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის: ორენოვანი ლექსიკოგრაფია  (ზოგადი და სპეციალიზებული); ეკვივალენტობის პრობლემა მონათესავე და  არა-მონათესავე ენებში; პოლისემიური სიტყვების უნივერსალური მოდელები; ქართული ლექსიკოგრაფიის  ისტორია; პარალელური კორპუსები; კორპუსზე დაფუძნებული ლექსიკოგრაფია; მანქანური  თარგმნა.        |