დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, როგორც მონაცემთა ბაზა სხვა ევროპულ-ქართული ლექსიკონების შესადგენად

მე სულ მაინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა ჩვენი დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის, როგორც მონაცემთა ბაზის გამოყენება სხვა ევროპულ-ქართულ პროექტებში. ეს აზრი ერთხელ გიორგი მელაძეს გავანდე და მანაც დიდი ენთუზიაზმით აიტაცა ეს იდეა. მე შევიმუშავე მეთოდი და დავიწყეთ კვლევა. მე ჩვენი ლექსიკონის დახმარებით შევადგინე იტალიურ-ქართული და ფრანგულ-ქართული სიტყვა-სტატიები, გიორგიმ კი შეადგინა სიტყვა-სტატიები გერმანულ-ქართული და შვედურ-ქართული ლექსიკონისათვის.

ჩვენ მიერ მიღებულმა შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს მეთოდი ჩვენ აღვწერეთ სტატიაში, რომელიც დაიბეჭდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორენოვან ჟურნალში „სპეკალი“ 2013 წელს. გთავაზობთ სტატიის ბმულს.
http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/7/62/

დღეს ამ მეთოდით იქმნება იტალიურ-ქართული ლექსიკონი, რომელზეც ჩვენი ყოფილი სტუდენტი სოფო გოჯაევა მუშაობს დიდი წარმატებით. ამ ეტაპზე ლექსიკონში შევა 2 000  ყველაზე ხშირად ხმარებული იტალიური სიტყვა. ლექსიკონი დასრულებისთანავე დაიდება ინტერნეტში და შემდგომ გაგრძელდება მუშაობა მის განვრცობაზე.

ანალოგიური ლექსიკონები გვინდა შევადგინოთ სხვადასხვა ენებთან მიმართებით.

 

 

 

 

 

 

 


 
დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია