2018 წლის მაისში დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დაარსების 70 წლისთავი აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო რეგიონული კონფერენცია ინგლისური ფილოლოგია გუშინ, დღეს, ხვალ, რომელიც ჩატარდა ინგლისური ფილოლოგიისა და თარგმანმცოდნეობის კათედრებთან ერთად და რომელიც მიეძღვნა მერი იანქოშვილის დაბადების 100 წლისთავს. მერი იანქოშვილი იყო პირველი ქალი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში. პროფესორი მერი იანქოშვილი ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრას 1974 – 1983 წლებში.
კონფერენციაზე ცალკე მუშაობდა ლექსიკოგრაფიის სესია, რომელზეც ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა თავიანთი კვლევების შედეგები წარმოადგინეს.
იხილეთ კვირეულისა და კონფერენციის პროგრამა
2019 წლის ოქტომბერში ლექსიკოგრაფიის ცენტრმა და ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმმა (EMLEX) ჩაატარა ერთობლივი საერთაშორისო კოლოკვიოუმი ლექსიკოგრაფია გზის გასაყართან.
კოლოკვიუმის პროგრამა და მოხსენებების თეზისები იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
https://margaliti.com/emlexweb.pdf
2019 წლის დეკემბერში ლექსიკოგრაფიის ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქართული ენის სამმართველოსთან ერთად ჩაატარა კონფერენცია მარჯორი უორდროპი - 150, რომელიც დიდი ბრიტანელი ქართველოლოგის მარჯორი უორდროპის დაბადების 150 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ
|